ხამზატ ჩიმაევი, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

„ჩემთვის ასეთ ჩიმაევს არ მოუგია“ - უიტეკერი გაოცებულია

რამდენიმე კვირის წინ MMA-ში ხამზატ ჩიმაევის წაუგებელი სერია დასრულდა - საშუალო წონითი დივიზიონის ჩეჩენი მებრძოლის პირველივე ცდა დაეცვა საჩემპიონო ტიტული წარუმატებლად დასრულდა და შონ სტრიკლენდმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ჩიმაევის მარცხითა და სუსტი ჩხუბით გაოცებას ვერ მალავენ მისი ყოფილი მეტოქეები და მათ შორისაა რობერტ უიტეკერიც, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ეს არ იყო ის ხამზატი, რომელმაც ჩემთან იბრძოლა, არც ის გახლდათ, რომელიც დრიკუს დუ პლესის დაუპირისპირდა და არც ის, რომლის წინაშეც გილბერტ ბარნსიც უძლური აღმოჩნდა. ნამდვილად არ ვიცი რა დაემართა ჩიმაევს. შესაძლოა, შონ სტრიკლენდს რაიმე საიდუმლო იარაღი აქვს, რითაც ტოპ-მებრძოლებს ანეიტრალებს.

შეგახსენებთ, რომ რობერტ უიტეკერი ხამზატ ჩიმაევს 2024 წლის 26 ოქტომბერს დაუპირისპირდა და საბმიშენით დამარცხდა, რასაც რამდენიმე თვეში რეინე დე რიდერთან მსაჯების გადაწყვეტილებით მარცხი მოჰყვა. ამის შემდეგ რობერტმა საშუალოდან ქვემძიმე დივიზიონში ასვლა გადაწყვიტა და ახალ წონაში პირველ ბრძოლას 11 ივლისს, ნიკიტა კრილოვთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია, შენთან გალიაში მოვხვდები“ - ბელალი სტრიკლენდს დაემუქრა
„იმედია, შენთან გალიაში მოვხვდები“ - ბელალი სტრიკლენდს დაემუქრა