ხამზატ ჩიმაევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„წონის კლება ვაიძულეთ“ - ცარუკიანმა ჩიმაევზე ისაუბრა

არმან ცარუკიანი და ხამზატ ჩიმაევი ახლო მეგობრები არიან და ჩეჩენი მებრძოლის ჩხუბის დროს მის კუთხეში - სომეხია, ხოლო როდესაც ცარუკიანი იბრძვის, ანალოგიურ ფუნქციებს ხამზატი ითავსებს. სწორედ ამიტომ, ჩიმაევის საბრძოლო სამზადისსა და უშუალოდ ჩხუბის დროს მის ემოციებზე ყველაზე დეტალური ინფორმაცია სწორედ მსუბუქი წონით კატეგორიის პირველ ნომერს აქვს, რომელმაც სტრიკლენდი-ჩიმაევის ბრძოლისწინა საინტერესო ამბები მოჰყვა.

არმან ცარუკიანი

მოსამზადებელი კემპის პირველივე დღეებში ხამზატმა 18 კილოგრამი დაიკლო, ბოლო კვირაში კი კიდევ 6 კილოგრამის დაკლება სჭიდებოდა. აქედან ოთხი მარტივად დაიკლო, რის შემდეგაც ღამე ცუდად გახდა. დილით სწორედ ჩიმაევმა გამაღვიძა და მითხრა: „თავს იმდენად სუსტად ვგრძნობ, ყველანაირი ძალა გამომელია, ჯანდაბაშიც წასულა ეს 2 კილოგრამი“. მას წონის კლების პროცესის დასრულება არ სურდა და ამის გაკეთება მისი გუნდის წევრებმა ვაიძულეთ.

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევის მიერ UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტულის დაცვის პირველივე ცდა წარუმატებელი გამოდგა, მან კარიერაში პირველი მარცხი განიცხადა, შონ სტრიკლენდთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო და ტიტული დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დედის და რელიგიის შეურაცხყოფის შემდეგ“ - ბრედიმ ჩიმაევი და სტრიკლენდი გააკრიტიკა
„დედის და რელიგიის შეურაცხყოფის შემდეგ“ - ბრედიმ ჩიმაევი და სტრიკლენდი გააკრიტიკა