„კრივი და ფეხით დარტყმები აქვს, სულ ესაა“ | ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი, დარწმუნებულია, რომ ილია თოფურიას დაამარცხებს. Jaxxon Podcast-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ცარუკიანს „ელ მატადორზე“ დაუსვეს შეკითხვა და არმანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თოფურიასთან გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება.
„საკუთარი თავის მჯერა და ვთვლი, რომ თოფურიას დამარცხება შემიძლია. მას კარგი კრივი აქვს. კალფ-კიკებს (ფეხით განხორციელებული დარტყმები მეტოქის მუხლს ქვემოთ) კარგად იყენებს და სულ ესაა.
მას აქვს კარგი ტემპი, კრივი და კალფ-კიკები, სულ ესაა. გეიჯისთან ვიჩხუბებდი თუ თოფურიასთან? რა თქმა უნდა, ილიასთან. ჯასტინს რომ მოვუგო, იტყვიან, რომ ასაკში შესული მებრძოლი დავამარცხე, რომელიც სადაცაა კარიერას დაასრულებს“.
შეგახსენებთ, რომ თოფურია და გეიჯი ერთმანეთს UFC Freedom 250-ის მთავარ მოვლენაში დაუპირისპირდებიან. UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის განცხადებით, ცარუკიანი ამ ჩხუბის დამზღვევი იქნება. თუმცა არმანმა თქვა, რომ წონის ჩაბარებას არ აპირებს.