მამარდაშვილი და ორი სამიზნე | Teamtalk-ი ლივერპულის გეგმებზე წერს
ინგლისურ და იტალიურ პრესაში აქტიურად წერენ, რომ „ლივერპულის“ მეკარე, ალისონ ბეკერი, „ენფილდს“ დატოვებს და კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. „წითლების“ სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით Teamtalk-მა სტატია შემოგვთავაზა და უახლესი ინფორმაცია გაავრცელა.
„„ლივერპულის“ ყურადღების ცენტრში ორი მეკარეა მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილს კლუბში მნიშვნელოვან მოთამაშედ მოიაზრებენ, Teamtalk-მა მიიღო ინფორმაცია, რომ მაინც არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა „მამარდა“ მზად, „ლივერპულის“ პირველი მეკარე ახლავე გახდეს.
არსებული მდგომარეობით „ლივერპულში“ თვლიან, რომ მამარდაშვილი ჯერ კიდევ არ არის მზად, შეავსოს სიცარიელე, რომელიც გუნდში ალისონის წასვლის შემთხვევაში დარჩება.
კლუბმა ემილიანო მარტინესის კანდიდატურა მართლაც განიხილა, თუმცა პრიორიტეტი მაინც უფრო ახალგაზრდა, გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე მოთამაშეებს ენიჭება. Teamtalk-ი ირწმუნება, რომ ბარტ ვერბრუგენი არის მეკარე, რომელიც „წითლების“ ყურადღების ცენტრშია და მის კანდიდატურაზე „ლივერპულმა“ სერიოზულად იმუშავა“, — წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა 9 შეხვედრაში მიიღო და 14 გოლი გაუშვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე — 10 ბურთი მიიღო.