ხვიჩა კვარაცხელია, ჟერომ როთენი
Aa
Aa

„კვარა უნაკლო და ფანტასტიკურია - მან იცის რომ ლიგა 1-ში იგივე არ სჭირდება“

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ჟერომ როთენმა, რომელიც ადრე პსჟ-სა და „მონაკოს“ ღირსებას იცავდა, ამჟამად კი საფეხბურთო ანალიტიკოსია, მკაცრად გააკრიტიკა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ლიგა 1-ში ნაჩვენები თამაშის დონე.

„ხვიჩა კვარაცხელია, ნახეთ ის? ძალიან მომეწონა დანიელ რიოლოს გუშინდელი მოსაზრება After Foot-ზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, ის მართალია,“

- თქვა ჟერომ როთენმა და დაეთანხმა დანიელ რიოლოს მკაცრ კომენტარებს ქართველის მოტივაციასთან დაკავშირებით.

„იმას კი არ ვამბობ, რომ არ უნდა, უბრალოდ ისე არ რთავს მეომრის რეჟიმს, როგორც ამას ჩემპიონთა ლიგაზე აკეთებს.

ნახეთ ჩემპიონთა ლიგის მატჩები? ეს ბიჭი უნაკლოდ თამაშობს. ის ფანტასტიკურია. რისი გაკეთებაც შეუძლია უბრალოდ საოცარია. სხვებსაც წინ ექაჩება. ხოლო, როცა ლიგა 1-ში უწევს თამაში - წვალობს, რადგან ამის საჭიროება მაინცდამაინც არ აქვს.

კვარამ იცის, რომ ძლიერია და ამის დასტურია ის, რომ - ლანსთან ცუდი თამაშის შემდეგაც კი, მან მოახერხა იმ გოლის გატანა, რომელმაც გუნდს ტიტული მოაგებინა“.

- ციტირებს როთენის სიტყვებს planetepsg.

მიმდინარე სეზონში ხვიჩას ლიგა 1-ის 27 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე კი 15 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასი უფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები