ენტონი გორდონი
Aa
Aa

Mundo Deportivo: ბარსამ გორდონის ტრანსფერზე პროგრესს მიაღწია

„ბარსელონამ“ „ნიუკასლის“ შემტევის, ენტონი გორდონის ტრანსფერზე მუშაობაში პროგრესს მიაღწია. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, გორდონს „ბაიერნისა“ და „ლივერპულის“ ვარიანტებიც აქვს, თუმცა „ბლაუგრანას“ ანიჭებს უპირატესობას და ჰანსი ფლიკის გუნდში თამაში სურს.

„ლონდონში დეკუს ვიზიტი მხოლოდ „ჩელსის“ თავდამსხმელ ჟოაო პედროს არ უკავშირდებოდა. „ნიუკასლი“ გორდონს 85-90 მილიონად აფასებს, თუმცა „ბარსა“ ამ თანხის გადახდის არ აპირებს. მეორე მხრივ, გორდონის ხელფასი „ბლაუგრანასთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს. დეკუ მზადაა, გორდონს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს“, - წერს Mundo Deportivo.

კატალონიელები გორდონს როგორც შეტევის მარცხენა ფლანგზე, ისე ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოიაზრებენ. 25 წლის ინგლისელს მიმდინარე სეზონში 46 მატჩში 17 გოლი და 5 საგოლე პასია.

აქვე გეტყვით, რომ მისი კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი. Transfermarkt-ი ინგლისელს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სატრანსფერო ბომბი? - რეალი ჰოლანდის სიტუაციას აკვირდება
სატრანსფერო ბომბი? - რეალი ჰოლანდის სიტუაციას აკვირდება