ჟოზე მოურინიო, სესკ ფაბრეგასი, ნიკო პასი
Aa
Aa

რას გადაწყვეტს ჟოზე მოურინიო? ნიკო პასს კომოში დარჩენა სურს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კომოს ნიკო პასის შენარჩუნება სურს, იტალიური კლუბი მაქსიმალურად ცდილობს. არგენტინელ ტალანტსაც ძალიან სურს სესკ ფაბრეგასის განკარგულებაში დარჩენა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა,

საბოლოო სიტყვა მაინც მადრიდის რეალზეა, რომელსაც თავისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. ნიკო პასს კომოსთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა „ბლანკოსს“ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის სამი ეტაპობრივი ვარიანტი აქვს ჩადებული: 2025 წლის ზაფხული - 8 მილიონი ევრო (ვადა ამოიწურა), 2026 წლის ზაფხული: 9 მილიონი ევრო, 2027 წლის ზაფხული: 10 მილიონი ევრო.

კომოს ხელმძღვანელებისთვის ცნობილია, რომ ჟოზე მოურინიოს ფეხბურთელის ახლავე წაყვანა სურს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

იტალიური კლუბის იმედი ახლა რეალში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ისინი ფიქრობენ, რომ ეს პროცესი ტრანსფერს დროში გააჭიანურებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, 2004 წელს დაბადებული შემტევი ნახევარმცველი კიდევ ერთი სეზონით შეინარჩუნონ.

სერია A-ს 2025/2026 წლების სეზონში ნიკო პასმა 35 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, კომო სერია ა-ში მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმჯობესია ტრავმა სრულად მოვიშუშო | მიქაუტაძე ნაკრებს ვერ დაეხმარება
უმჯობესია ტრავმა სრულად მოვიშუშო | მიქაუტაძე ნაკრებს ვერ დაეხმარება