დენა უაითმა დაადასტურა - ჩიმაევს სტრიკლენდთან რემატჩი სურს
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, ხამზატ ჩიმაევს შონ სტრიკლენდთან რემატჩის გამართვა სურს. ეს ინფორმაცია პრომოუშენის ხელმძღვანელმა, დენა უაითმა დაადასტურა.
დენა უაითი:
„ხამზატმა სტრიკლენდთან რემატჩის ორგანიზება გვთხოვა. ესაა მისი სურვილი, თუმცა ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა იქნება - ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ. სტრიკლენდი ნებისმიერ მეტოქესთან იჩხუბებს“.
შეგახსენებთ, რომ სტრიკლენდმა ჩიმაევს 10 მაისს UFC 328-ს მთავარ ბრძოლაში მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო და საშუალო წონის ჩემპიონი გახდა. ამ ბრძოლის შემდეგ ჩიმაევმა განაცხადა, რომ საშუალო წონაში ჩხუბი აღარ სურს და ქვემძიმე წონით დივიზიონში ასვლას გეგმავს.
ჩიმაევისა და სტრიკლენდის ჩხუბზე ისაუბრა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, თი ჯეი დილაშოუმაც. მისი ინფორმაციით, წონის კლების პროცესში ჩიმაევი სიკვდილის პირას იყო. მეტიც, მისივე თქმით, „ბორზი“ მზად იყო ჩხუბს ჩახსნოდა და სტრიკლენდისთვის მილიონი დოლარი გადაეხადა.