ილია თოფურია
Aa
Aa

თოფურიამ TOP 5 საყვარელი მოკრივე დაასახელა

UFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა მსუბუქ წონაში, ილია თოფურიამ, რომელიც შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში კრივის ერთ-ერთ საუკეთესო უნარს ავლენს, ის მოკრივეები დაასახელა, რომლებიც მას თავიანთი ბრძოლებით შთააგონებენ.

„ხულიო სესარ ჩავესი, კანელო ალვარესი, ლომაჩენკო, მაიკ ტაისონი და ახლა უკვე უსიკიც“,

- განაცხადა „ელ მატადორმა“ ვიკ ბლენდსთან ინტერვიუში.

გასულ შაბათ-კვირას, ეგვიპტეში გამართულ ღონისძიებაზე უკრაინელმა ალექსანდრ უსიკმა მძიმე წონაში WBC-ის საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა, სადაც მან რიკო ვერჰოვენის წინააღმდეგ არაერთგვაროვანი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მისმა თანამემამულემ, ვასილი ლომაჩენკომ ცოტა ხნის წინ პროფესიონალური კარიერის განახლების შესახებ განაცხადა. რაც შეეხება მექსიკელ საულ „კანელო“ ალვარესს, მისი რინგზე დაბრუნება მიმდინარე წლის სექტემბერში შედგება.

ილია თოფურია ოქტაგონს 14 ივნისს, თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ის სადღესასწაულო ტურნირზე დაუბრუნდება, რომლის მთავარ მოვლენაშიც დროებითი ტიტულის მფლობელ ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირსიპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები