„კვარა-დემბელე-დუეს ტრიო განსაკუთრებულია, თუმცა...“ - პატრიკ ვიეირას პროგნოზი
ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა კაპიტანმა, პატრიკ ვიეირამ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზი გამოთქვა. ლეგენდარული ფრანგის განცხადებით, მიკელ არტეტას გუნდი ერთადერთია, რომელსაც მოქმედი ჩემპიონის გამარჯვების შეუძლია.
პატრიკ ვიეირა:
„მოუთმენლად ველოდები ფინალს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ „არსენალი“ ერთადერთი ევროპული გუნდია, რომელსაც პსჟ-ს დამარცხება შეუძლია. ძალიან მომწონს პარიზელების თამაში. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ისინი ევროპაში ყველაზე ძლიერები არიან. თუმცა „არსენალს“ აქვს ყველაფერი, რაც ამ პსჟ-ის გასაჩერებლადაა საჭირო: ათლეტიზმი, მობილურობა, სისწრაფე, ძალა და აგრესიულობა.
„არსენალს“ დაცვაში კარგად თამაში შეუძლია. მათ უყვართ დაცვაში თამაში და მზად არიან, დაცვაში დიდი ხანი იდგნენ. ნახევარმცველები ბევრს დარბიან და ტექნიკურებიც არიან. კვარა-დემბელე-დუეს ტრიო სისწრაფის მხრივ განსაკუთრებულია, თუმცა „არსენალის“ მცველები ერთი ერთზე კარგად მოქმედებენ. რაც ყველაზე მთავარია, არსენალს სტანდარტული სიტუაციებისას პსჟ-სთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია“.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-არსენალის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.