კაი ჰავერცი
Aa
Aa

„მოედანზე გავალთ და პსჟ-ს დავამარცხებთ“ - ჰავერცი ფინალის წინ

„არსენალის“ უნივერსალმა შემტევმა კაი ჰავერცმა განაცხადა, რომ „მეთოფეები“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას გეგმავენ.

ლონდონური კლუბი 30 მაისს, ბუდაპეშტში ტურნირის ფინალურ მატჩში „პსჟ“-ს დაუპირისპირდება.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ამაზე არც კი ვფიქრობ (ვინ არის ფავორიტი და ვინ - აუტსაიდერი). შარშან „პსჟ“-მ მოიგო, ასე რომ, გასულ სეზონში ისინი, ალბათ, საუკეთესო გუნდი იყვნენ ევროპაში. მათ კვლავ დაუჯერებელი სეზონი ჰქონდათ.

ჩვენი კლუბი ფინალში მეორედ გადის, მაგრამ ძალიან დიდი თავდაჯერებულობა გვაქვს. ბოლო რამდენიმე წელია უმაღლეს დონეზე ვიბრძოდით და, როგორც იქნა, პრემიერ ლიგა მოვიგეთ. ვფიქრობ, ეს დიდ იმპულსს გვაძლევს. არ აქვს მნიშვნელობა, აუტსაიდერი ხარ თუ სხვა რამ.

ჩვენ მოედანზე გავალთ და მათ დავამარცხებთ. ასე რომ, წინ!“

- განაცხადა ჰავერცმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები