ზედიზედ მესამედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის MVP გახდა
თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის“ 2025-2026 წლების რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ლეგიონერი და „ტრაბზონსპორის“ ვარსკვლავი, მარკის რიდი დასახელდა.
მარკის რიდს რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშის კუთვნილი ჯილდო „ტრაბზონსპორისა“ და „ბაჰჩეშეჰირ კოლეჯის“ მატჩის დაწყებამდე საზეიმო ვითარებაში გადაეცა. „ტრაბზონსპორის“ მაისურით მოასპარეზე კალათბურთელს პრიზი კომპანია „Türkiye Sigorta“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, დოქტორმა დოღან ბაშარმა გადასცა.
ჩვენი ნაკრების უკანახაზელმა მიმდინარე რეგულარული სეზონი ფანტასტიკური მაჩვენებლებით დაასრულა. მისმა საშუალო სტატისტიკამ ერთ მატჩში შეადგინა: 23.4 ქულა, 3.6 მოხსნა, 5.2 შედეგიანი გადაცემა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი (EFF) კი 23.9 იყო.
მარკის რიდმა თურქეთის რეგულარული ჩემპიონატის MVP-ის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო. პირველად ის 2 წლის წინ, „თოფაშში“ თამაშის დროს გახდა სეზონის საუკეთესო, ხოლო 2024-2025 წლების სეზონში ის უკვე მისი დღევანდელი გუნდის, „ტრაბზონსპორის“ შემადგენლობაში დაეუფლა აღნიშნულ ტიტულს.
gbf.ge