არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„წონის კლებას არ ვაპირებ, ორივე ჯანმრთელადაა“ - ცარუკიანის გეგმები

UFC-ის ხელმძღვანელების მხრიდან თეთრი სახლის ღონისძიების მთავარ ბრძოლად ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირების ჩანიშვნისთანავე, ამავე, მსუბუქი წონის პირველი ნომერი არმან ცარუკიანი დამზღვევ მებრძოლად ყოფნას ითხოვდა და მიიღო კიდეც ეს სტატუსი. თუმცა, როგორც ჩანს, სომეხ სპორტსმენს საბოლოოდ გადაეწურა იმის იმედი, რომ ილია, ან ჯასტინი სატიტულო ჩხუბს ჩაეხსნება, რის გამოც სავალდებულო წონის კლებას აღარ აპირებს.

არმან ცარუკიანი

ჩემი გრაფიკი სექტემბრამდე ოფიციალურად გაწერილია და უახლოეს მომავალში ამ ყველაფერს დავააანონსებ. 13 ივნისს RAF-ის ორგანიზაციაში ვჭიდაობ. ამასთან თოფურია-გეიჯის ჩხუბის დამზვევი მებრძოლი ვარ, მაგრამ ამ ღონისძიებამდე მხოლოდ ორი კვირაა დარჩენილი, ორივე ჯანმრთელად არის და ოქტაგონზე გულშემატკივარი სწორედ მათ იხილავს, მე კი ჩემს შანსს დაველოდები. ასე რომ, წონის კლებას აღარ აპირებ და 13-14 ივნისის პერიოდში RAF-ის ეგიდით ვიჭიდავებ.

ცნობისათვის, ჯასტინ გეიჯი მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონია და მუდმივი ტიტულისთვის ილია თოფურიას დამარცხებას შეეცდება. რაც შეეხება არმან ცარუკიანს, ის ბოლოს ოქტაგონში 22 ნოემბერს შევიდა და დენ ჰუკერს საბმიშენით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს აუცილებლად მოხდება“ - ვოლკანოვსკის პროგნოზი ილია-გეიჯის ბრძოლაზე
„ეს აუცილებლად მოხდება“ - ვოლკანოვსკის პროგნოზი ილია-გეიჯის ბრძოლაზე