„მიკვირს ნაპოლიში ამდენი ხანი რატომ დარჩა“ - ვეტერანი არსენალელი კვარაზე
კლუბის ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის წინ, ინგლისელი ჟურნალისტები „არსენალის“ შანსებზე სასაუბროდ „მეთოფეების“ ყოფილ ფეხბურთელებს უკავშირდებიან და მათთან საინტერესო ინტერვიუებს წერენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა, ემანუელ ებუე გახლდათ და „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში კოტ დივუარელმა მცველმა ყველაზე საშიშ ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
რას ამბობს კვარაცხელიაზე
ხვიჩა არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. იმდენად მაღალი დონისაა, დღესაც ვერ ვხვდები, რატომ გაჩერდა ამდენი ხნის განმავლობაში „ნაპოლიში“. დათანხმდება თუ არა „პარი სენ-ჟერმენი“ როდესმე მის გაშვებას? არა მგონია. დიდი სცენების მოთამაშეა, რომელსაც არც ერთი დიდი მატჩი არ ჩაუგდია. თუ ფინალის დასრულებისთანავე „არსენალში“ გადავა, ძალიან გამიხარდება. მართალია პსჟ-ის მასთან განშორება გაუჭირდება, თუმცა თუ „მეთოფეებმა“ მოიგეს, შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელია როგორც გატანილი გოლების (10), ასევე საგოლე პასების (6) რაოდენობით ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშება პსჟ-ის საუკეთესო ფეხბურთელია. თუ შეძლებს და „არსენალს“ დაამწუხრებს. პირველი ფეხბურთელი გახდება ისტორიაში, რომელიც ზედიზედ ორ ფინალში გაიტანს გოლს.