თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 15 ქულა | ბარსელონამ ოვერტაიმში მოიგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, Liga ACB-ის ბოლო ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად „მორაბანკ ანდორას“ დაუპირისპირდა. კატალონიელებმა რთული შეხვედრა მოიგეს და ოვერტაიმში, 100:95 იმარჯვეს.

„მორაბანკ ანდორა“ სასურველ შედეგთან ახლოს იყო და საფინალო სირენამდე 17 წამით ადრე, 3 ქულით იგებდა, თუმცა კევინ პანტერმა წონასწორობა აღადგინა ­­- 86:86. ოვერტაიმში გადამწყვეტი ქულები სწორედ პანტერმა აიღო და მნიშვნელოვანი ორიანი და სამიანი გაიფორმა.

შენგელიამ პარკეტზე 33 წუთი და 10 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 15 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 5 საჯარიმო სროლა გამოიყენა. მასზე მეტი ქულა „ბარსელონას“ რიგებში მხოლოდ პანტერს ჰქონდა - 26.

ცნობისთვის, „ბარსელონას“ 24 მოგება და 9 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციას იკავებს. „ბლაუგრანას“ ერთი გადადებული მატჩი აქვს ჩასატარებელი და 31 მაისს, „ვალენსიას“ დაუპირისპირდება. სწორედ ეს შეხვედრა გაარკვევს, რომელ ადგილს დაიკავებს კატალონიური გრანდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონცერტის ბილეთები და შეკვრა მზესუმზირა იამალის სანაცვლოდ | ატლეტიკოს პოსტი
კონცერტის ბილეთები და შეკვრა მზესუმზირა იამალის სანაცვლოდ | ატლეტიკოს პოსტი