კონცერტის ბილეთები და შეკვრა მზესუმზირა იამალის სანაცვლოდ | ატლეტიკოს პოსტი
ესპანურ პრესაში ბოლო დღეებია აქტიურად იწერება, რომ „ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის, ხულიან ალვარესის გასაფორმებლად იბრძვის. ფაბრიციო რომანოს ცნობით, კატალონიელებმა მადრიდელებს წინადადებით მიმართეს და არგენტინელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზეს.
„როხიბლანკოსმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში სარკასტული პოსტი გაავრცელა. ფოტოზე „ატლეტიკოს“ მაისურით გამოსახული ლამინ იამალია და „ატლეტიკო“ გვამცნობს, რა შესთავაზა „ბლაუგრანას“ მის სანაცვლოდ.
„HERE WE GO (ფაბრიციო რომანოს ცნობილი ფრაზა)! ბარსელონას ჩვენი სატრანსფერო შეთავაზების ფაქსი გავუგზავნეთ: 4 ბილეთი Bad Bunny-ის ხვალინდელ კონცერტზე, ABC-ის ერთწლიანი გამოწერა და ერთი შეკვრა მზესუმზირა. მოუთმენლად ველოდებით პასუხს, რათა „გამოცხადება“ მოვამზადოთ.“
HERE WE GO! Hemos enviado un fax al @FCBarcelona_es con nuestra oferta de traspaso: 4 entradas para el concierto de Bad Bunny de mañana, una suscripción anual al ABC y una bolsa de pipas. Esperamos ansiosos la respuesta para preparar el ‘announce’. pic.twitter.com/e0J7mPljHa
— Atlético de Madrid (@Atleti) May 29, 2026
მოგვიანებით, „ატლეტიკომ“ მეორე პოსტი გაავრცელა, რომელშიც ფოტოზე ამჯერად „როხიბლანკოსის“ მაისურში გამოწყობილი პედრია: „HERE WE GO! მეორე შეთავაზებისას პრობლემები გაგვიჩნდა, ხვალინდელი კონცერტის ბილეთები გამოგველია. ამიტომ წინა წინადადებას ვაუმჯობესებთ და კვირის კონცერტზე 6 ბილეთს გთავაზობთ.“
HERE WE GO! Para esta segunda oferta hemos tenido un problema, se nos han terminado las entradas para el concierto de mañana, así que mejoramos la propuesta anterior con 6 para el del domingo. pic.twitter.com/YlAMkP26XG
— Atlético de Madrid (@Atleti) May 29, 2026
შეგახსენებთ, რომ ალვარესს, რომელსაც Transfermarkt-ი 90 მილიონ ევროდ აფასებს, კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ფაბრიციო რომანოს მიხედვით, ალვარესმა გუნდიდან წასვლა უკვე მოითხოვა, „ატლეტიკოს“ სარკასტული პოსტის აქცენტი კი იმ დაბალ შეთავაზებაზეა, რომელიც „ბლაუგრანამ“ გააკეთა.