ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

მერკვილაძის 3 ქულა - ოსტენდე ფინალში გავიდა

„ოსტედე“ ბელგიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ალექსნადრე მერკვილაძემ და მისმა თანაგუნდელებმა ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრაში „ოკაპი“ 6-ქულიანი სხვაობით, 83:77 დაამარცხეს და გადამწყვეტ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, სადაც მათი მეტოქე რეგულარული პირველობის გამარჯვებული „ანტვერპენი“ იქნება.

მერკვილაძეს არცთუ ისე ბევრი სათამაშო დრო, 14 წუთი დაეთმო და მის ანგარიშზე 3 ქულა და 3 მოხსნა იყო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ „ოსტენდეს“ ქართველი კალათბურთელი პერიმეტრიდან ნაკლებ შედეგიანი იყო და სამიდან სამივე სროლა გააცუდა, ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო საშუალო დისტანციიდან ერთხელაც არ უსვრია. ალექსანდრეს ბურთი არ დაუკარგავს, სამივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობის დროს შეასრულა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

როგორც უკვე მოგახსენეთ, რომ ჩემპიონატის ფინალში „ოსტენდეს“ მეტოქე „ანტვერპენი“ იქნება და სერიის მატჩების თარიღები მოგვიანებით ჩაინიშნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ზედიზედ მესამედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის MVP გახდა
    ზედიზედ მესამედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის MVP გახდა