„თუ სიცხე იქნება, ან იწვიმებს...“ - ომალიმ თეთრ სახლზე ისაუბრა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრა.
„ეს თეთრი სახლია, ამიტომ ნებისმიერ პრობლემებს უნდა გავუმკლავდეთ. იმედია, არაფერი შეგვიშლის ხელს, თუმცა რაღაც გაუთვალისწინებული ნიუანსების გამო წაგება ძალიან დასანანი იქნება.
მეორე მხრივ, კონტრაქტებში არ გვაქვს მითითებული, რომ ჩხუბი დახურულ სივრცეში უნდა გაიმართოს. ყველამ ვიცოდით, რომ იქ სახურავი არ იქნებოდა. ასე რომ, თუ სიცხე იქნება, ან იწვიმებს - ადაპტირება მოგვიწევს. ყველას კარგად გვესმის, რასთან გვექნება საქმე - ამ ღონისძიებაზე ჩხუბს არავინ გვაძალებდა“.
ცნობისთვის, 15 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებაზე შონ ომალი კანადელ აიმან ზაჰაბის დაუპირისპირდება (14-2).
ღონისძიების თანამთავარი მოვლენა ალექს პერეირასა და სირილ განის ჩხუბი იქნება [მძიმე წონის დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის], ხოლო საღამოს კულმინაცია ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა იქნება.