გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი
Aa
Aa

სლოტი ლივერპულიდან გაუშვეს - მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება

არნე სლოტი საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს - ამის თაობაზე ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა. მიუხედავად გასული სეზონის სუსტად ჩატარებისა, „წითლების“ ხელმძღვანელები ერთმნიშვნელოვნად აცხადებდნენ, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას გეგმავდნენ და მისი გაშვება არ განიხილებოდა, თუმცა როგორც ჩანს ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა და სლოტსაც კარისკენ მიუთითეს.

სავარაუდოდ მოვლენათა მსგავსი განვითარება თავად არნესთვისაც მოულოდნელი იქნებოდა, რადგან ის პრესის წარმომადგენლებთან მომავალი სეზონისთვის გუნდის განახლებაზე და ახალი ფეხბურთელების დამატებაზე თამამად საუბრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სლოტის შეცვლის მთავარ კანდიდატად „ბორნმუთის“ ესპანელი დამრიგებელი ანდონი ირაოლა განიხილება.

ცნობისათვის, არნე სლოტის ხელმძღვანელობით „ლივერპულმა“ გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგას კი ნახევარფინალური ეტაპიდან პსჟ-სთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. ირაოლას მოსვლის შემთხვევაში შესაძლოა გიორგი მამარდაშვილისთვის ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალოს, რადგან „ბილბაოს“ ყოფილი ფეხბურთელი ესპანეთის ლა ლიგიდან ქართველი მეკარის შესაძლებლობებს წესით კარგად უნდა იცნობდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კუბოს ფიცარში ჩაჭედებული ბოლო ლურსმანი“ - პენანტი სლოტის გაშვებას ითხოვს
„კუბოს ფიცარში ჩაჭედებული ბოლო ლურსმანი“ - პენანტი სლოტის გაშვებას ითხოვს