გიორგი სარდალაშვილი, ლუკა მხეიძე
Aa
Aa

„საქართველო ჩემი მეორე სახლია, გიორგის დიდ პატივს ვცემ“ | ლუკა მხეიძის კომენტარი

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და ტურნირის პირველ დღეს, -60 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში გიორგი სარდალაშვილი ლუკა მხეიძეს დაუპირისპირდა. საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ჯუდოკამ სარდალაშვილი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

შეხვედრის შემდეგ მხეიძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „საქართველო ჩემი მეორე სახლია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ, ფინალში ქართველ ჯუდოკასთან ვიჭიდავე. გიორგი ძალიან ძლიერია. დღეს დილით, როდესაც მას შევხვდი, მითხრა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ გვეჭიდავა და სწორედ ეს მოხდა. მას უდიდეს პატივს ვცემ.

ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი ოჯახის წევრი და მეგობარი მიჭერდა მხარს. მათი შეძახილები მესმოდა და ისინი მთელი დღის განმავლობაში ძალიან მეხმარებოდნენ. ჩემი პირველი მწვრთნელიც აქ არის (თბილისში). სამწუხაროდ, თავს ცუდად გრძნობდა და დღეს მოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა ტურნირის შემდეგ აუცილებლად მოვინახულებ და მადლობას გადავუხდი, რომ მიმართულება მომცა და ძიუდო დამაწყებინა.“

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს, ტურნირის მეორე დღეს, საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე და ნინო წიკლაური იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შთამბეჭდავი იყო, მაგრამ...“ | რას წერს ცნობილი ჟურნალისტი მამარდაშვილზე
„შთამბეჭდავი იყო, მაგრამ...“ | რას წერს ცნობილი ჟურნალისტი მამარდაშვილზე