სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ტოპ 5-ში და ტოპ 3-ში | მამუკელაშვილის წარმატებული რეგულარული სეზონი

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ რეგულარული სეზონი დაასრულა და პლეიოფში ითამაშებს. კანადელებმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილი დაიკავეს, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.

„მამუ“ საშუალოდ პარკეტზე 20.2 წუთს ატარებდა. ამ დროის განმავლობაში მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 10.2 ქულა, 4.7 მოხსნა, 1.7 შედეგიანი გადაცემა, 0.7 ჩაჭრა, 0.5 დაფარება. სანდრომ პარკეტიდან ნასროლი ბურთების 51.1% ჩააგდო, პერიმეტრიდან 38.1 პროცენტით შეუტია, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან — 77.5 პროცენტით.

მამუკელაშვილი ერთ-ერთია იმ 5 კალათბურთელიდან, რომლებმაც სათადარიგოთა სკამიდან მინიმუმ 600 ქულა და 300 მოხსნა დააგროვეს. მის გარდა იგივე შედეგი კელდონ ჯონსონმა, ნაზ რიდმა, ხაიმე ხაკესმა და ბობი პორტისმა დააფიქსირეს. ჩამოთვლილი კალათბურთელებიდან მხოლოდ სამმა შეუტია პარკეტიდან მინიმუმ 50 პროცენტით: „მამუმ“, ჯონსონმა და ხაკესმა.

ცნობისთვის, მამუკელაშვილი და კომპანია პირველ ორ შეხვედრას სტუმრად გამართავენ. პირველი თამაში 18 აპრილს არის ჩანიშნული და თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოლდ ტრაფორდის გმირი გახდებოდა“ - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაზე ისაუბრა
„ოლდ ტრაფორდის გმირი გახდებოდა“ - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაზე ისაუბრა