ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ოლდ ტრაფორდის გმირი გახდებოდა“ - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაზე ისაუბრა

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა, ჟულიან ლორენსმა პოდკასტ The Sports Agents-ის ეთერში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ჟურნალისტის თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ ჩაერთო არც ერთი ინგლისური გრანდი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში, როდესაც ქართველი შარშან „ნაპოლის“ ტოვებდა.

„როგორ მოხდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია არა პრემიერლიგაში, არამედ პსჟ-ში აღმოჩნდა? ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. არ მჯერა, რომ არც ერთი ინგლისური კლუბი მისით არ დაინტერესდა.

მაგალითად, „მანჩესტერ იუნაიტედი“. ვიცი, რომ მატეუს კუნია ჰყავთ და ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩამოიყვანე კვარაცხელია „ოლდ ტრაფორდზე“ და ის მაშინვე გულშემატკივრების ახალი გმირი გახდებოდა“.

თავის მხრივ, ბრიტანული გამოცემა Manchester Evening News-ი წერს, რომ ზაფხულში „წითელი ეშმაკები“ აუცილებლად იფიქრებენ შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერებაზე, ვინაიდან მარკუს რაშფორდი, დიდი ალბათობით, „ბარსელონაში“ დარჩება.

„რთული წარმოსადგენია, რომ რაშფორდმა „იუნაიტედში“ თამაში მოინდომოს. როგორც ჩანს, ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა და მარკუსი თავს ესპანეთში ბედნიერად გრძნობს. თუ „ბარსელონა“ ამ ტრანსფერს ვერ დახურავს, რომელიმე ესპანური კლუბი რაშფორდით აუცილებლად დაინტერესდება“.

ცნობისთვის, ჟულიან ლორენსი ESPN-თან, TNT Sport-თან და RMC Sport-თან თანამშრომლობს, წარსულში კი ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცეა Le Parisien-ში უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არ გაუშვეს, შანსი მისცეს და გამოიყენა | უკრაინული მედია მაისურაძეზე
არ გაუშვეს, შანსი მისცეს და გამოიყენა | უკრაინული მედია მაისურაძეზე