მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ფანთან ფოტოს გადასაღებად შენობაზე აძვრა | მერაბ დვალიშვილის მაგარი ჟესტი

მერაბ დვალიშვილი ფილადელფიაში ჩავიდა, სადაც RAF-ის ღონისძიება უნდა გაიმართოს და „მანქანა“ ჰენრი სეხუდოს შეხვდება. „ტრიპელ სისთან“ დაპირისპირებამდე დვალიშვილი სტეფანია ერგემლიძის სტრიმის სტუმარი იყო და ფილადელფია დაათვალიერა.

ქალაქში სეირნობისას დვალიშვილი გულშემატკივრებსაც შეხვდა და ერთ-ერთ მათგანზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა. ქუჩაში ყოფნისას მერაბი ფანჯრის მწმენდავებმა შენიშნეს, რომლებიც თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ. ერთ-ერთ მათგანს დვალიშვილთან ფოტოს გადაღება უნდოდა, მაგრამ ქუჩაში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. „მანქანამ“ გამოსავალი იპოვა — შენობაზე აძვრა და ფოტო გადაიღო.

„არანაირი პრობლემა არ არის, მეგობარო. არ ინერვიულო. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც შენ. შვიდი წლის წინ მშენებლობაზე ვმუშაობდი. თუ გინდა, ფოტოს მე გადავიღებ“, — უთხრა დვალიშვილმა ფანჯრის მწმენდავს, რომელიც, როგორც გაირკვა, ჰონდურასიდან იყო.

მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ეს ვიდეო იდეალურად აღწერს თუ რატომ უკავია „მანქანას“ ქართველი და უცხოელი გულშემატკივრების გულებში განსაკუთრებული ადგილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველას ძალიან მოსწონს“ | ცნობილმა ჟურნალისტმა კვარაზე და არსენალზე ისაუბრა
„ყველას ძალიან მოსწონს“ | ცნობილმა ჟურნალისტმა კვარაზე და არსენალზე ისაუბრა