ამ ზაფხულს 2 ან 3 ფეხბურთელს გაიფორმებენ | ლივერპულის პრიორიტეტები ცნობილია
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ სატრანსფერო ფანჯარაზე მუშაობას განაგრძობს და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. ავტორიტეტული სატრანსფერო ექსპერტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ზაფხულში „წითლები“ ორ ან სამ ფეხბურთელს გაიფორმებენ.
პლეტენბერგის მიხედვით, მერსისაიდელებს ორი პრიორიტეტული კანდიდატი ჰყავთ: ბრედლი ბარკოლა და იანკუბა მინტე. ამ უკანასკნელის თაობაზე „ლივერპულმა“ „ბრაიტონს“ ორი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა ორივეზე უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, „წითლები“ დანებებას არ აპირებენ და „თოლიებს“ განახლებულ შეთავაზებას გაუკეთებენ.
რაც შეეხება ბარკოლას, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ლივერპულს“ შორის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმება ვერ ხდება. Talksport-ის ინფორმაციით, ფრანგული გრანდი ახალ წინადადებას მიიღებს, რომელიც 100 მილიონი ევროს ოდენობის იქნება, თუმცა სოლიდური ბონუსები დაემატება.
ცნობისთვის, „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის ახალი სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო და „ნიუკასლთან“ წაგებას ბოლო წამებზე გადაურჩა. დომინიკ სობოსლაიმ პენალტი გაიტანა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. მერსისაიდელების მომდევნო გაჩერება „ნოტინგემია“, რომელსაც „ენფილდზე“ დაუპირისპირდებიან.