მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

RAF - დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა

RAF 12-ზე მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს განმეორებითი დაპირისპირება შედგა.

გულშემატკივრებს საკმაოდ დიდი მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა ბრძოლა მხოლოდ 35 წამი გაგრძელდა და გამარჯვება სეხუდოს დარჩა.

ამერიკელმა ქართველის ზურგზე დაგდება შეძლო და მსაჯმა პინი დააფიქსირა, რის შემდეგადაც ბრძოლა შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ RAF-ში მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს პირველი შეხვედრა თბილისში შედგა, სადაც „მანქანამ“ საოცრად დაძაბულ ბრძოლაში 11:8 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დაპირისპირებას დვალიშვილი 0:8-ს აგებდა.

მსგავსი სიახლეები