ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„მალე ყველაფერს დაიბრუნებს!“ - მერაბმა ილიაზე ისაუბრა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ თავს პოზიტიურად გრძნობს და მალე ჩემპიონის ქამარს დაიბრუნებს.

რას ამბობს მერაბი:

„ილია კარგად არის. პოზიტიურადაა განწყობილი. ახლა უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. ხოლო როცა დაბრუნდება, ყველას დაამარცხებს. თავადაც იცით, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ მებრძოლები ვართ. ილია ძალიან ძლიერია როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. ის დაბრუნდება და დაიბრუნებს იმას, რაც მას ეკუთვნის. მათ შორის ქამარსაც“.

ილია თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზონის ჩემპიონის ქამარი 15 ივნისს, თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ დათმო. დიდი ალბათობით, ქართველი მებრძოლი ოქტაგონს 2027 წლის დასაწყისში დაუბრუნდება და სავარაუდოდ, გეიჯისთან რემატჩს ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: მახაჩევს პატივს ვცემ, მაგრამ GOAT-ი ჯონ ჯონსია
დვალიშვილი: მახაჩევს პატივს ვცემ, მაგრამ GOAT-ი ჯონ ჯონსია