„მერაბი უშანსოდაა, ის ძალიან ცუდად იქცევა“ | MMA-ის მწვრთნელი იანისა და დვალიშვილის ჩხუბზე
MMA-ის მწვრთნელმა, მაგომედ მაგომედოვმა, რომელიც დაღესტანში მუშაობს, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირებაზე ისაუბრა. მაგომედოვი დარწმუნებულია, რომ „მანქანა“ უშანსოდაა და იმედი აქვს, იანი მას ბრუტალური ნოკაუტით მოუგებს.
„მინდა, იანმა მერაბი ისე მაგრად დაანოკაუტოს, დვალიშვილმა ეს სპორტი დაივიწყოს. ეს არის ჩემი სურვილი ყველა დაღესტნელის სახელით. დაე, დვალიშვილი ბოლომდე გაითიშოს.
მერაბი უშანსოდაა. ის ცუდად იქცევა და ამიტომ მინდა, იანმა ნოკაუტში ჩააგდოს, ხოლო მსაჯს ფეხი დაუცდეს, დაეცეს, ჩხუბი ვერ გააჩეროს და პიოტრმა დვალიშვილისთვის დარტყმების მიყენება განაგრძოს. ვინმე იტყვის, რომ ეს სისასტიკეა, თუმცა მერაბმა მსგავსი მოპყრობა დაიმსახურა, რადგან ძალიან ცუდად და ბინძურად იქცევა“.
შეგახსენებთ, რომ იანისა და დვალიშვილის მესამე დაპირისპირება არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, 24 ოქტომბერს გაიმართება. მათი ორთაბრძოლა UFC 333-ის თანამთავარი მოვლენაა.