ილია თოფურია, რომან დოლიძე
Aa
Aa

„ხასიათი აქვს და გამარჯვებით დაბრუნდება“ | დოლიძემ თოფურიაზე ისაუბრა

რომან დოლიძემ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „კავკასიელს“ ისლამ მახაჩევის განცხადების შესახებ ჰკითხეს. ისლამის თქმით, ჯასტინ გეიჯისთან წაგებული ორთაბრძოლა „ელ მატადორზე“ იმოქმედებს, ოღონდ არავინ იცის, როგორ. ჟურნალისტი დაინტერესდა, დოლიძე ამ მოსაზრებას ეთანხმება თუ არა.

„ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ილიამ უმაღლეს დონეს მიაღწია და ის Pound-for-pound რეიტინგის პირველი ნომერი იყო. უფრო მაღლა ასვლა შეუძლებელია, თუმცა ნამდვილად მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა იყო. რთულია იცოდე, ასეთ რაღაცას სხვა ადამიანზე როგორი გავლენა ექნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ილიას ვერ შეაჩერებს.

ახალგაზრდა და ნიჭიერი ბიჭია და კიდევ ბევრის დამტკიცება შეუძლია — პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის. მას საამისოდ საჭირო ხასიათი აქვს და მჯერა, გამარჯვებით დაბრუნდება“.

შეგახსენებთ, რომ დოლიძე მოახლოებულ უქმეებზე იჩხუბებს და რენიე დე რიდერს დაუპირისპირდება. მათ ორთაბრძოლას საკრამენტოში გასამართ ღონისძიებაზე ვიხილავთ, რომლის ძირითადი კარდიც, თბილისის დროით, 04:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი უშანსოდაა, ის ძალიან ცუდად იქცევა“ | MMA-ის მწვრთნელი იანისა და დვალიშვილის ჩხუბზე
„მერაბი უშანსოდაა, ის ძალიან ცუდად იქცევა“ | MMA-ის მწვრთნელი იანისა და დვალიშვილის ჩხუბზე