„მისი ყველა ნაბიჯი წინასწარ ვიცოდი“ - დე რიდერმა დოლიძესთან ჩხუბი შეაფასა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ორგანიზაციაში მორიგი ჩხუბი ქვემძიმე წონით დივიზიონში, ნიდერლანდელი რენიე დე რიდერის წინააღმდეგ გამართა და პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ დე რიდერმა „კავკასიელთან“ ჩხუბი შეაფასა.
რას ამბობს დე რიდერი:
ჟურნალისტი: ალბათ, იცოდი, რომ რომან დოლიძე შენს ფეხებში შემოვიდოდა, მაგრამ ეს თავიდანვე გააკეთა. ამას ელოდი?
დე რიდერი: „დიახ, ვფიქრობ, იმიტომ, რომ მანამდე რამდენჯერმე კარგად მოვარტყი და მიხვდა, რომ დისტანციას არ დავთმობდი. როგორც კი კლინჩში შევედით, მაშინვე დაბლა წავიდა. ამან ის ასე ადრეულად საკმაოდ მოწყვლად პოზიციაში ჩააგდო. თუ იცი, როგორ დაიცვა თავი სწორად, მაშინ ის მოწყვლადია. თუმცა, თუნდაც ერთი წამით რომ გამოვეჭირე, თავად იქნებოდა უსაფრთხოდ, მე კი სერიოზულ პრობლემებს შემიქმნიდა. ასე რომ, ეს რისკი იყო, რომელიც მისთვის კარგად არ დასრულდა“.
დიახ, ვიცოდი, რომ ის ამას გააკეთებდა, ყველა ბრძოლაში ასე იქცევა. ფეხზე მტკივნეული ილეთის შესრულება უყვარს, მაგრამ 10 წელზე მეტია ასეთი ილეთებისგან თავს ვიცავ. ვიცი, რასაც უნდა ველოდო, მისი ყოველი ნაბიჯი წინასწარ ვიცოდი. ამიტომ, ამისთვის მზად ვიყავი და განზრახული მქონდა, ზიანი მაშინვე მიმეყენებინა, როგორც კი ამის გაკეთებას ეცდებოდა. ეს შევძელი და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.
რომან დოლიძისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მესამე მარცხი იყო. საერთო ჯამში, ქართველმა მებრძოლმა MMA-ში 21 ბრძოლა გამართა, საიდანაც 15 მოიგო, 6-ში კი დამარცხდა.