იოშკო გვარდიოლი, ენცო მარესკა, რაიან შერკი, მარკ გეჰი
Aa
Aa

სიტიმ ბოლო წუთებზე, მცველების გოლებით მოიგო | ენცო მარესკას პირველი გამარჯვება

ენცო მარესკამ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრემიერ ლიგის პირველი შეხვედრა გამართა. „ქალაქელთა“ ახალმა დამრიგებელმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა მის გუნდს „ბორნმუთთან“ სამი ქულის აღება ძალიან გაუჭირდა.

„ეტიჰედ სთედიუმზე“ პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს და 26-ე წუთზე ანგარიში მარკუს ტავერნიემ გახსნა. „სიტი“ მომენტების შექმნას ცდილობდა, მაგრამ წონასწორობა ვერ აღადგინა და შესვენებაზე ჩამორჩენით გავიდა — 0:1.

„ქალაქელებმა“ თამაში ბოლო 10 წუთში შემოაბრუნეს. 84-ე წუთზე რაიან შერკის კუთხურის შემდეგ „ალუბლების“ კარი მარკ გეჰიმ აიღო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე კი შერკიმ მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა და მისი პასით გამარჯვების გოლი იოშკო გვარდიოლმა შეაგდო — 2:1.

მარესკა პეპ გუარდიოლას, მანუელ პელეგრინისა და რობერტო მანჩინის ნაბიჯებს გაუყვა და „სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრემიერ ლიგის პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა. „ქალაქელები“ მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს გამართავენ და სტუმრად „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკომ გაიტანა და აქტიურობდა | სენტ-ეტიენმა გრენობლს მოუგო
ზურიკომ გაიტანა და აქტიურობდა | სენტ-ეტიენმა გრენობლს მოუგო