ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკომ გაიტანა და აქტიურობდა | სენტ-ეტიენმა გრენობლს მოუგო

საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „გრენობლს“ უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა.

ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო და თამაშში 27-ე წუთზე, ტრავმირებული იაკობ ბრეუმის ნაცვლად ჩაერთო. პირველ 20 წუთში „მწვანეებმა“ ორი გოლი გაიტანეს - თავი ჯერ არონ ჩონგვაიმ, შემდეგ კი ტიერნო ბალომ გამოიჩინა.

პირველი ტაიმის მიწურულს ირვინ კარდონამ „სენტ-ეტიენის“ მესამე გოლი გაიტანა და შესვენებაზე ზურიკოს გუნდი სერიოზული უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში ისევ „მწვანეები“ უტევდნენ, მეოთხე გოლი კი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.

Sofascore-მა ზურიკოს თამაში 8.1 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 3 დარტყმა, 2 დარტყმა კარში, 68 შეხება ბურთთან, 1 საკვანძო პასი, 46-დან 44 ზუსტი პასი (96%) და 9-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა.

დავითაშვილის გოლი და გამორჩეული მომენტები

3 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 9 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს დავითაშვილის გუნდი 31 აგვისტოს სტუმრად „დიჟონის“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მამარდაშვილს სათამაშო დრო სჭირდება“ - ლივერპულის ექსფეხბურთელი
    „მამარდაშვილს სათამაშო დრო სჭირდება“ - ლივერპულის ექსფეხბურთელი