დასვენების დღესაც ივარჯიშა - ქოჩორაშვილი დებიუტისთვის აქტიურად ემზადება
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიაში“ დებიუტისთვის აქტიურად ემზადება.
გუშინ, ქართველი ფეხბურთელის კლუბმა ლა ლიგის მეორე ტურში ბილბაოს „ატლეტიკი“ სტუმრად 1:3 დაამარცხა, რის გამოც გუნდს დღეს დასვენების დღე აქვს. თუმცა, გიორგი ქოჩორაშვილმა დასვენების მიუხედავად, „სევილიას“ საწვრთნელ ბაზაზე მაინც ივარჯიშა. ამის ამსახველ კადრებს და ფოტოებს კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიაში“ ხუთშაბათს, ლისაბონის „სპორტინგიდან“ გადავიდა. გავრცელებული ცნობებით, ანდალუსიურ კლუბს ქართველის ტრანსფერი 4.5 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელსაც ბონუსებიც დაემატება. ქოჩორაშვილმა „სევილიასთან“ კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
დიდი ალბათობით, „სევილიაში“ ქართველი ნახევარმცველის დებიუტი ლა ლიგის მე-3 ტურში, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ 29 აგვისტოს შედგება.