დვალიშვილი: ტრილოგიას ვინც მოიგებს, დივიზიონის ისტორიაში უდიდესი გახდება
პეტრ იანთან ტრილოგიის დასკვნით მატჩში სასწორზე არა მხოლოდ UFC-ის ჩემპიონის ტიტული, არამედ ისტორიაში სუპერმსუბუქი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლის წოდებაც დევს - ამაში დარწმუნებულია მერაბ დვალიშვილი.
„ეს ბრძოლა ჩემთვის დიდი შვება იქნება. რა თქმა უნდა, ორგზის ჩემპიონობა ისტორიაში შესვლას ნიშნავს. თუ ის დამამარცხებს, ისტორიაში სუპერმსუბუქი დივიზიონის უდიდესი მებრძოლი გახდება. თუ მე დავამარცხებ მას - მე გავხდები უდიდესი. ასე რომ, სასწორზე მხოლოდ ნამდვილი ჩემპიონის წოდება არ დევს. ჩვენ მსოფლიოში ორი საუკეთესო ბიჭი ვართ და ახლა გავიგებთ, რომელი ჩვენგანია ნომერ პირველი“,
- განაცხადა დვალიშვილმა MMA Fighting-თან ინტერვიუში.
მანამდე რუს და ქართველ მებრძოლებს შორის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში სატიტულო ბრძოლა ოფიციალურად დაანონსდა, როგორც UFC 333-ის ტურნირის რიგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.
ნომრიანი ღონისძიების მთავარ მოვლენაში ინგუში მებრძოლი მოვსარ ევლოევი შეეცდება ქვემსუბუქ წონაში UFC-ის საჩემპიონო ქამარი ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის წაართვას.