„დარწმუნებული ვარ, ქამარს დაიბრუნებს“ | დოლიძე მერაბისა და იანის ჩხუბზე
რომან დოლიძემ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიაზე ისაუბრა. „კავკასიელის“ თქმით, „მანქანას“ ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელოდება და ის საჩემპიონო ქამარს აუცილებლად დაიბრუნებს.
„იანთან ჩხუბი მერაბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, სამართლიანია, რომ ეს ორთაბრძოლა დაინიშნა და დვალიშვილს რევანშის აღების საშუალება მისცეს. მათ ერთმანეთთან თითო-თითო მოგება აქვთ, მერაბი დომინანტი ჩემპიონი იყო და ეს ჩხუბი დაიმსახურა.
ძალიან საინტერესო ორთაბრძოლაა და მიხარია, რომ ეს ჩხუბი გაიმართება. დარწმუნებული ვარ, მერაბი საჩემპიონო ქამარს დაიბრუნებს“.
შეგახსენებთ, რომ დოლიძე მოახლოებულ უქმეებზე იჩხუბებს და რენიე დე რიდერს დაუპირისპირდება. რაც შეეხება დვალიშვილს, მისი და იანის ორთაბრძოლა UFC 333-ზე, აბუ-დაბიში, 24 ოქტომბერს გაიმართება.