ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

FIBA-ს რეიტინგი - საქართველომ ორი პოზიციით წაიწია წინ

FIBA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული შესარჩევის „ძალთა თანაფარდობის“ (Power Rankings) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პოზიციები ორი საფეხურით გაიუმჯობესა.

წინა რეიტინგში „ჯვაროსნები“ მე-18 ადგილზე იყვნენ, ახლა კი მე-16 პოზიციაზე არიან.

„საქართველოს ნაკრებში სანახაობას თორნიკე შენგელია არ გვაკლებდა, ახლა კი მათ გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილიც შეუერთდნენ, ამიტომ ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ორი პუნქტით წაიწინა წინ.

პორტუგალიასთან გასვლითი მატჩი რთული იქნება, საქართველოს დიდი მანძილის დაფარვა მოუწევს, ისევე როგორც მონტენეგროსთან საშინაო მატჩი, რომელთა წინააღმდეგაც საქართველოს ნაკრებმა საკუთარ კედლებში ორივე ოფიციალური მატჩი წააგო (2016 და 2022)“, - წერს FIBA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

რეიტინგის პირველ ხუთეულში კვლავ არაფერი შეცვლილა: პირველზე თურქეთია, მეორეზე საფრანგეთი, მესამეზე სერბეთი, მეოთხეზე პოლონეთი, მეხუთეზე კი გერმანია.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 23 აგვისტოს ისრაელთან ამხანაგური მატჩი ელოდება. რაც შეეხება უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, 28 აგვისტოს საქართველოს მეტოქე მონტენეგრო იქნება. მატჩი თბილისში გაიმართება. ამის შემდეგ, 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიის ნაკრებს დავუპირისპირდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან რთული მატჩი გველის“ - მონტენეგროს მწვრთნელი
„საქართველოსთან რთული მატჩი გველის“ - მონტენეგროს მწვრთნელი