დვალიშვილი: მახაჩევს პატივს ვცემ, მაგრამ GOAT-ი ჯონ ჯონსია
მერაბ დვალიშვილი მიიჩნევს, რომ ისტორიაში საუკეთესო მებრძოლად ჯონ ჯონსი უნდა ჩაითვალოს და არა ისლამ მახაჩევი.
„მახაჩევი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი ჯონ ჯონსია. მას ქამრის ყველაზე მეტი დაცვა და ტურნირების ყველაზე მეტი მთავარი ბრძოლა აქვს. ისლამი შესანიშნავი მებრძოლია, მას პატივს ვცემ, მაგრამ ნამდვილი GOAT ჯონსია“,
- განაცხადა დვალიშვილმა.
მერაბი Helen Yee Sports-ის სტუმარი იყო. მას მომდევნო კითხვა ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით დაუსვეს. „მანქანამ“ განაცხადა, რომ ისეთი გოგოს ძებნას, რომელთანაც ოჯახს შექმნის, აღარ აპირებს.
„მე დავნებდი. ნამდვილად ვცადე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩვენს დროში გოგონებს ოჯახის შექმნა სურთ. შესაძლოა, არც მე ვარ ამისთვის 100 პროცენტით მზად, რადგან ბრძოლებზე ვარ კონცენტრირებული. მე მჭირდება ცოლი იმისთვის, რომ ოჯახი შევქმნა და შვილები მყავდეს, მაგრამ ახლა ყველა კარიერის დევნაში ვართ.
რაც შეეხება პაემნებს ვეგასში - მიდიხარ პაემანზე, შემდეგ სახლში მიდიხარ და მასთან წვები. მე ეს არ მესმის. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ როდესაც საქმე ცოლსა და ოჯახს ეხება, მე ძველმოდური ვარ“,
- განაცხადა დვალიშვილმა.