გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

აბუაშვილის ხარიხა და კარგი მატჩი - მეცმა შინ ლავალს ვერ მოუგო

საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურში გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ „ლავალს“ უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 86 წუთი ითამაშა. უკვე მეორე წუთზე აბუაშვილი ასისტთან იყო ახლოს, თუმცა ნათან მბალამ ხელსაყრელი პოზიციიდან „ლავალის“ მეკარეს ვერ აჯობა. კიდევ ერთი მომენტი აბუაშვილმა მე-15 წუთზე პაპე მუსა ფალი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა ტანმაღალი ფორვარდის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. 29-ე წუთზე აბუაშვილმა მარცხენა ფლანგზე ოპონენტი ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი ხარიხას გაარტყა. 

Sofascore-მა ქართველი შემტევის თამაში 7.7 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 4 დარტყმა, 52 შეხება ბურთთან, 8-დან 4 წარმატებული დრიბლინგი, 5-დან 3 ზუსტი ჩაწოდება, 24-დან 21 ზუსტი პასი (88%), 4-დან 2 ზუსტი გრძელი პასი და 7 მოგებული ორთაბრძოლა (15-დან).

აბუაშვილის გამორჩეული მომენტები

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში იულიენ მაჯიოტიმ პენალტით გახსნა, 78-ე წუთზე კი ფალმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

3 ტურის შემდეგ „მეცი“ 5 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩს აბუაშვილის გუნდი 29 აგვისტოს სტუმრად „ანესის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თამაშისთვის მზადა არაა | სიგუა 4-6 კვირიან სარეაბილიტაციო კურს გაივლის
თამაშისთვის მზადა არაა | სიგუა 4-6 კვირიან სარეაბილიტაციო კურს გაივლის