დებიუტი სან მამესზე? | სევილიას მწვრთნელმა ქოჩორაზე ისაუბრა
სევილიას მთავარმა მწვრთნელმა ლუის გარსია პლაზამ ბილბაოსთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა. 53 წლის საფეხბურთო სპეციალისტის განცხადებით, ქართველი ფეხბურთელი ხვალ ბილბაოსთან სამატჩო განაცხადში იქნება, თუმცა თამაში ნაკლებად სავარაუდოა.
„მოხარული ვარ, რომ ფეხბურთელები თანდათან გვიერთდებიან. ქოჩო ბილბაოში გაემგზავრება, ეს მნიშვნელოვანი პოზიციაა. სავარაუდოდ, ის არ ითამაშებს, პირველივე წუთიდან თამაშისთვის მზად არაა, თუმცა შესაძლოა მაინც გამოვიყენოთ, წინასწარ არასდროს იცი... მიემგზავრება იმისთვის, რომ ადაპტაცია გაიაროს, თანაგუნდელები გაიცნოს და ასე შემდეგ''.
El Chiringuito TV-ის ჟურნალისტის, გონსალო ტორტოსას ინფორმაციით, გიორგი ქოჩორაშვილი სევილიაში იმყოფება და მალე მისი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. ოპერაციის დეტალები შეთანხმებულია, ლისაბონური კლუბი ნახევარმცველის სანაცვლოდ დაუყოვნებლივ 4,5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც (მიზნების მიღწევის მიხედვით) დაემატება.
2025-26 წლების სეზონის ლა ლიგაში სევილია მე-13 ადგილზე გავიდა, გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით გაასწრო. ახალი სეზონის პირველ ტურში სევილიამ რაიო ვალეკანოს 2:1 მოუგო. მეორე ტურში, 22 აგვისტოს ქოჩორაშვილის ახალი გუნდი სან მამესზე ბილბაოს დაუპირისპირდება.