ილია თოფურია
Aa
Aa

„ყველა დროის საუკეთესოა? ეს გემოვნების საკითხია“ - UFC-ის ექსჩემპიონი ილიაზე

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ტაირონ ვუდლიმ იელენ ლისთან ინტერვიუში ილია თოფურიაზე ისაუბრა.

„ისლამ მახაჩევმა ანდერსონ სილვას რეკორდი მოხსნა და თუ შევხედავთ, რას მიაღწიეს სილვამ, ჯონ ჯონსმა, დემეტრიუს ჯონსონმა, ჟორჟ სენ-პიერმა, ეს მებრძოლები იმსახურებენ იმას, რომ ყველა დროის საუკეთესოებად მოიხსენიონ. 

დანარჩენების შემთხვევაში ყველაფერი გემოვნების საკითხია. ზოგიერთები ყველა დროის საუკეთესოებად ილია თოფურიას ან ალექსანდრ ვოლკანოვსკის ასახელებენ. თუ ასეა, მაშინ მეც ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი ვარ. რაც შეეხება მახაჩევს, ვფიქრობ, ისიც ყველა დროის საუკეთესოებს შორის იქნება, იმიტომ რომ დისციპლინითა და სტაბილურობით გამოირჩევა“.

ცნობისთვის, ვუდლიმ (19-7) ჩემპიონის ქამარი 2016 წელს რობი ლოულერთან ჩხუბში მოიგო და ტიტული ოთხჯერ დაიცვა, შემდეგ კი კამარუ უსმანთან დათმო. მისი ბოლო ჩხუბი შერეულ ორთაბრძოლებში 2021 წლით თარიღდება. ამის შემდეგ ვუდლიმ ძალები პროფესიულ კრივში მოსინჯა, თუმცა სამივე ბრძოლაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიამ ჯერ ჩენდლერთან უნდა იჩხუბოს“ - ცარუკიანმა თოფურიასა და სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა
„ილიამ ჯერ ჩენდლერთან უნდა იჩხუბოს“ - ცარუკიანმა თოფურიასა და სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა