რომან დოლიძე, რენიე დე რიდერი
Aa
Aa

„მინდა, მტკივნეული ილეთით მოვიგო“ - რომან დოლიძის პრესკონფერენცია

22 აგვისტოს აშშ-ის ქალაქ საკრამენტოში UFC-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება, რომელზეც რომან დოლიძე ქვემძიმე წონით კატეგორიაში ნიდერლანდელ რენიე დე რიდერს დაუპირისპირდება. მედიადღის ფარგლებში „კავკასიელმა“ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„რატომ გადავწყვიტე ქვემძიმე წონაში გადასვლა? მენტალურად ყოველთვის მზად ვარ წონის დასაკლებად, მაგრამ არ ვიყავი კმაყოფილი იმით, თუ როგორ ვიმატებდი შემდეგ წონას და როგორ ვმოქმედებდი ოქტაგონში. გადაწყვიტე, რომ კარიერის გასაგრძელებლად ზედა წონაში ასვლა იქნებოდა საუკეთესო.

კარიერის დასაწყისში ამ წონაში ორი ჩხუბი ჩავატარე, შემდეგ საშუალო წონაში ჩავედი და მხოლოდ ერთხელ ვიჩხუბე ქვემძიმეში, ენტონი სმიტთან. ვფიქრობ, ეს ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. არ მაინტერესებს, ვინ არის ჩემი მეტოქე. უკვე ოთხი წელია, რაც მხოლოდ საუკეთესოებთან ვჩხუბობ, ამიტომ ეს ნაკლებად მადარდებს.

მინდა, UFC-ში მტკივნეული ილეთით მოვიგო. 5-6 ნოკაუტი მაქვს, მაგრამ არც ერთი მტკივნეული ილეთით მოგება. კარგი გრეპლინგი მაქვს, მაგრამ ვერ გეტყვით, რატომ არ ვიყენებ ამას“.

ცნობისთვის, UFC Sacramento-ს მთავარი მოვლენა ენტონი ერნანდესისა და გრეგორი როდრიგესის ჩხუბი იქნება. რაც შეეხება დოლიძე-დე რიდერის დაპირისპირებას, ის თბილისის დროით 23 აგვისტოს, დაახლოებით 05:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯობია, ილია სატიტულო ბრძოლისთვის შევინახოთ“ - უსმანის მწვრთნელმა სასურველ მეტოქეზე ისაუბრა
„ჯობია, ილია სატიტულო ბრძოლისთვის შევინახოთ“ - უსმანის მწვრთნელმა სასურველ მეტოქეზე ისაუბრა