ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, მაიკლ ჩენდლერი, არმან ცარუკიანი, მაურისიო რუფი
Aa
Aa

„ილიამ ჯერ ჩენდლერთან უნდა იჩხუბოს“ - ცარუკიანმა თოფურიასა და სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა

UFC-ის სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი მსუბუქ წონაში თავის მომდევნო ჩხუბს 1 თვეში, მაურისიო რუფის წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებულ ბრძოლასთან დაკავშირებით ცარუკიანმა ინტერვიუ ჩეილ სონენთან ჩაწერა, სადაც პოტენციურ სატიტულო ბრძოლასა და ილია თოფურიას შესახებაც ისაუბრა.

რას ამბობს ცარუკიანი:

რუფის ძლიერი სტრაიკინგი აქვს და კარგად ურტყამს. კარგი მარჯვენა აქვს, მარცხენა ჰუკი. ფეხითაც ნორმალურად ურტყამს და მბრუნავ დარტყმებსაც კარგად ასრულებს, მაგრამ ძირითადად მაინც პირდაპირი მარჯვენაა მისი მთავარი იარაღი. მას შეუძლია ჩემი პირველი თეიქდაუნის შეჩერება, მეორესიც, მაგრამ რას იზამს, თუ 25 წუთის განმავლობაში შევეცდები მის წაქცევას, როგორ გამაჩერებს?

როდესაც რუფის დავამარცხებ, სატიტულო ბრძოლას მივიღებ, ჩემპიონობის შემდეგ კი სასურველ მეტოქეს თავად ავირჩევ. ეს შეიძლება იყოს ოლივეირა, ჰოლოეუეი, პიმბლეტი ან ნებისმიერი სხვა.

სონენი - შენი წონითი კატეგორია ოდნავ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბოლოს იყავი ნომერ პირველი პრეტენდენტი. ისლამ მახაჩევი წავიდა, ჯასტინ გეიჯიმ გადმოიბარა, ილია თოფურია კი საკმაოდ ჩუმად არის. შენი აზრით, საით მიდის ეს დივიზიონი? ვის ხედავ ტოპ მებრძოლებად?

ბევრი ტოპ მებრძოლია. სტილისტურად ოლივეირას, პედი პიმბლეტს. მაქს ჰოლოუეიც მაგარია.

სონენი - როდესაც გეიჯი იჩხუბებს, მერე შენი და რუფის ბრძოლაში გამარჯვებული შეხვდება იმ ბრძოლის გამარჯვებულს, თუ ჯასტინი ელოდება შენსა და რუფის შორის გამარჯვებულს?

არა, ჯასტინი ელოდება გამარჯვებულს ჩვენს შორის, ან მაგალითად პედი იჩხუბებს ვინმესთან ნოემბერში. და მერე გაარკვევენ, ვინ იბრძოლებს ტიტულისთვის. ვფიქრობ, მე ვიქნები და ჩვენი ბრძოლა მომავალი წლის დასაწყისში შედგება.

სონენი - რა გესმის ილია თოფურიაზე? მას შემდეგ, რაც ტიტული დაკარგა, ცოტა ჩუმად არის. რას ფიქრობ, რა იქნება მისთვის შემდეგი ნაბიჯი?

ის ჯერ კიდევ ძალებს იდგენს და სავარაუდოდ, შემდეგში მაიკლ ჩენდლერთან იჩხუბებს, მერე კი დაბრუნდება და ტიტულისთვის იბრძოლებს. ასეთი ბრძოლის შემდეგ, მას ვინმე მარტივი სჭირდება, მარტივი ბრძოლა, და ამ ბრძოლის შემდეგ კვლავ დაბრუნდება და იჩხუბებს.

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანისა და მაურისიო რუფის ბრძოლა 20 სექტემბერს, UFC 331-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიწა უკვე შევიძინე“ - რომან დოლიძე საქართველოში დარბაზს ხსნის
„მიწა უკვე შევიძინე“ - რომან დოლიძე საქართველოში დარბაზს ხსნის