რომან დოლიძე
Aa
Aa

„მიწა უკვე შევიძინე“ - რომან დოლიძე საქართველოში დარბაზს ხსნის

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ განაცხადა, რომ საქართველოში სპორტული დარბაზის გახსნას აპირებს. როგორც „კავკასიელმა“ მედიადღის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძირითადი მიმართულება გრეპლინგი იქნება.

„საქართველოში დარბაზის გახსნას ვაპირებ, ვმუშაობ ამ მიმართულებით. უკვე შევიძინე მიწა და მალე დავიწყებთ მშენებლობას. დარბაზს RD Sport ერქმევა, უკრაინაში სწორედ ამ დასახელების დარბაზში ვმუშაობდი მწვრთნელად.

ნოემბერში მეოთხე ვაჟს ველოდებით და მინდა, ის ჩემებურად გავზარდო. ხშირად არ ვეთანხმები იმას, თუ როგორ მუშაობენ მწვრთნელები ახალ თაობასთან, ამიტომ ჩემს დარბაზში იმაზე ვიზრუნებთ, რომ ჯერ ნამდვილი მამაკაცები გავზარდოთ, და მხოლოდ შემდეგ - კარგი სპორტსმენები“.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ბრძოლას დოლიძე 23 აგვისტოს გამართავს. მისი მეტოქე ნიდერლანდელი რენიე დე რიდერი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენს გრეპლინგს შევადარებთ და ვნახოთ...“ - დოლიძემ მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა
„ჩვენს გრეპლინგს შევადარებთ და ვნახოთ...“ - დოლიძემ მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა