ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ილიას პატივს ვცემ, მაგრამ იდიოტია“ - პიმბლეტმა „თრეშ-თოქზე“ ისაუბრა

UFC-ის ბრიტანელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ბრძოლების წინ „თრეშ-თოქის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ბედიმ“ პოტენციურ მაგალითად მისი და არმან ცარუკიანის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა რომ სომეხ მებრძოლს სიტყვით გაანადგურებს. პედი პიმბლეტმა ილია თოფურიასთან მომხდარი დაპირისპირებებიც გაიხსენა.

რას ამბობს „ბედი“:

„ზოგიერთ ადამიანთან „თრეშ-თოქი“ ნამდვილად მუშაობს. რეალურად, ვგიჟდები შონზე [სტრიკლენდი], ვფიქრობ, რომ ძალიან სახალისო კაცია. მაგრამ ხამზატის ისტორიის შემდეგ, როგორც ჩანს, თავად თქვეს, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ბრძოლის გასაპიარებლად ამბობდნენ. დიდად არ მიყვარს ასეთი რაღაცები. არ ვაპირებ ადამიანზე იმის თქმას, რასაც სინამდვილეში არ ვფიქრობ.

მაგრამ შონს თავისი უნდა დავუფასოთ: ამან იმუშავა, რეიტინგები გაიზარდა. ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი მოვლენა იყო. ასე რომ, მათთვის ამან გაამართლა, უბრალოდ, ასე არ შემიძლია. იგივე იყო ბენუა სენ-დენისთან და გეიჯისთან დაკავშირებითაც - ჩვენ შორის ყველაფერი ნორმალურად და პატივისცემით იყო. ჩენდლერთანაც ყველაფერი რიგზე იყო, რადგან მას მსგავსი არაფერი უთქვამს. არ ვაპირებ არაფრისგან კონფლიქტის გამოგონებას.

მაგრამ თუ არმანთან მომიწევს ბრძოლა, მის ცხოვრებას უბრალოდ გავანადგურებ. მას პერსონალურდ დავატერორებ, მაგრამ თუ მაქს ჰოლოუეის ან ჩარლზ ოლივეირას ვეჩხუბები, ასე არ მოვიქცევი, რადგან მათ პატივს ვცემ და მომწონს ისინი. ილიასაც ვცემ პატივს. არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ უკვე წლებია კონფლიქტი გვაქვს. ცოტა იდიოტად მივიჩნევ, ამიტომ სიამოვნებით ვეჩხუბებოდი და დავტროლავდი.

ხოლო არმანი... მის მიმართ საერთოდ არანაირი პატივისცემა არ გამაჩნია. ის უბრალოდ მდიდარი ბიჭია. მამამისი მილიონერია. არასწორად არ გამიგოთ, გულწრფელად რომ ვთქვათ, არმანი კარგი მებრძოლია, მაგრამ არ შემიძლია მისი პატივისცემა, რადგან მამამისის ფულით ცხოვრობს. მამამისის გარეშე იქ არ იქნებოდა, სადაც ახლა არის. ზის და საუზმეზე 2000-დოლარიან ხიზილალას ჭამს და ასე შემდეგ... ხომ გესმი?..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიამ ჯერ ჩენდლერთან უნდა იჩხუბოს“ - ცარუკიანმა თოფურიასა და სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა
„ილიამ ჯერ ჩენდლერთან უნდა იჩხუბოს“ - ცარუკიანმა თოფურიასა და სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა