ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„თუ დავმარცხდი, შესაძლოა კარიერა დავასრულო“ - ვოლკანოვსკი ევლოევთან ბრძოლის წინ

თუ მოვსარ ევლოევთან ბრძოლა ალექსანდრ ვოლკანოვსკისთვის უკიდურესად წარუმატებლად წარიმართება, UFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა ქვემსუბუქ წონაში შესაძლოა მებრძოლის პროფესიონალური კარიერა დაასრულოს.

„თუ ყველაფერი ძალიან ცუდად ჩაივლის - კარგი, ამით დავასრულებთ. თუ ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის, როგორც წინა ჯერზე, და არანაირ ზიანს არ მივიღებ, გავაგრძელებთ. გადაწყვეტილებებს ყოველი ბრძოლის შემდეგ ვიღებ. ვცდილობ, სიტუაცია რეალურად შევაფასო, მაგრამ ზუსტად ახლა კარიერის დასრულების გეგმები არ მაქვს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გავაგრძელებთ“,

- განაცხადა 37 წლის ავსტრალიელმა 10 News-თან ინტერვიუში.

სატიტულო ბრძოლა ქვემსუბუქ წონაში ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მოვსარ ევლოევს შორის UFC 333-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.

ევლოევმა, რომელიც რომელიც ჯერაც დაუმარცხებელია (მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში 2019 წლიდან გამოდის, სატიტულო შანსი მას შემდეგ მიიღო, რაც UFC-ში ზედიზედ ათი გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები