მაქს ჰოლოუეი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

მახაჩევმა ჰოლოუეის უპასუხა | მაქსმა თავისი საჩემპიონო ქამრები გამოაჩინა

მაქს ჰოლოუეიმ ისლამ მახაჩევს უპასუხა და კამერის წინ საჩემპიონო ქამრებით იპოზიორა. იან მაჩადო გარისთან გამართული ჩხუბის შემდეგ მახაჩევი ოქტაგონში ორი საჩემპიონო ქამრით გამოჩნდა, რამაც „დალოცვილის“ გაკვირვება გამოიწვია.

ჰოლოუეიმ KICK-ის პლატფორმაზე სტრიმისას ისლამს მიმართა და დაინტერესდა, ორი ქამარი საიდან აქვს, როდესაც მსუბუქი წონის ტიტული ვაკანტური გახადა. მახაჩევს მისი სიტყვები უყურადღებოდ არ დაუტოვებია და სოციალურ ქსელში დაწერა: „ძმაო, მეც არ ვიცი. დასაჭერადაც ძალიან მძიმეა, თუმცა შენ ეს არ გესმის, ბოდიში“.

„არ ვიცი, რამდენად მძიმეა?! არ ვიცი, რამდენად მძიმეა?! ამ ბიჭს თავში ბევრჯერ მოარტყეს. ისლამზე არ მაქვს საუბარი, იმ ადამიანზე ვლაპარაკობ, ვინც მის ინსტაგრამს მართავს. მგონი, ვიცი რამდენად მძიმეა ქამრები. ძალიან მძიმეა! ნუ მეუბნებით, რომ არ ვიცი! ეს ქამრები არ მიყიდია", — განაცხადა ჰოლოუეიმ და ქამრებით იპოზიორა.

ცნობისთვის, ჰოლოუეი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. 2016 წელს, მან ენტონი პეტისი დაამარცხა და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა, 2017-ში კი ჟოზე ალდოს მოუგო და ქამრები გააერთიანა. „დალოცვილს“ BMF-ის სიმბოლური ქამარის მოუგია და მარტში, ეს ტიტული ჩარლზ ოლივეირასთან დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდის იჩხუბებს ილია - რას ამბობს მისი ფიზმომზადების მწვრთნელი
როდის იჩხუბებს ილია - რას ამბობს მისი ფიზმომზადების მწვრთნელი