რომან დოლიძე, რენიე დე რიდერი
Aa
Aa

„დავახრჩობ, მოვკლავ!“ - დოლიძის მეტოქე გამარჯვებაში დარწმუნებულია

კვირას, რომან დოლიძე UFC-ის ქვემძიმე წონით დივიზიონში ნიდერლანდელ რენიე დე რიდერს დაუპირისპირდება. ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე „კავკასიელის“ მეტოქემ მოახლოებულ ჩხუბზე ისაბრა და განცახადა, რომ თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

რას ამბობს დე რიდერი:

მასთან ბრძოლის ჩანიშვნით მოხარული ვარ. ეს დაპირისპირება მომცემს დროს, რომ შემდეგი ბრძოლებისთვის მასაში ისევ მოვიმატო. ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ჩემს მეტოქეს, უკვე დიდი ხანია ამ სპორტშია და დიდი ხნის განმავლობაში საშუალო წონის ტოპ 10 მებრძოლს შორის იყო. მაგარი ჩხუბი იქნება. რას უნდა ვუფრთხოდე? უბრალოდ ვაპირებ, რომ მოვკლა.

ამ სპორტში მუდმივად გვიწევს საკუთარი თავის დამტკიცება. ყოველი მომდევნო ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ ვფიქრობ, თუ მას დავამარცხებ და მით უმეტეს, თუ ამას სანახაობრივად გავაკეთებ, შემდეგი ბრძოლა ტოპ 10-ის მებრძოლთან მექნება. ყველაფერი ჩემს ხელშია. თუ გავაკეთებ იმას, რაც ზუსტად ვიცი, რომ შემიძლია, ძალიან მალე მაღალ პოზიციებზე ვიქნები.

ჩემი პროგნოზი? დავახრჩობ. ასეთია გეგმა - სტრაიკინგში ჩემი არსენალის ჩვენება ადრეულ ეტაპზევე, ისე რომ ბევრი დარტყმა არ მივიღო, მისი კისრის მოძებნა და საქმის დასრულება.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძისა და რენიე დე რიდერის ჩხუბი UFC Fight Night Sacramento-ზე, 23 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, მტკივნეული ილეთით მოვიგო“ - რომან დოლიძის პრესკონფერენცია
„მინდა, მტკივნეული ილეთით მოვიგო“ - რომან დოლიძის პრესკონფერენცია