გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

4.5 მილიონი ევრო და ბონუსები - უახლესი ცნობები ქოჩორაშვილზე

„სევილია“ გიორგი ქოჩორაშვილის სანაცვლოდ ლისაბონის „სპორტინგს“ 4.5 მილიონ ევროს გადაუხდის. ამის შესახებ ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა A Bola იტყობინება.

მისი ინფორმაციით, მხარეებმა ბოლო რამდენიმე საათში მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და ტრანსფერის დახურვა დღეს იგეგმება.

„ბონუსების სახით „ლომებმა“ შესაძლოა კიდევ მილიონი ევრო მიიღონ, რაც ქოჩორაშვილის გამოსვლებზე და „სევილიას“ მიერ მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

დიდი ალბათობით, ქოჩორაშვილი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და შაბათს, „ბილბაოსთან“ მატჩში დებიუტის შესაძლებლობაც ექნება“, - წერს A Bola.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ქოჩორაშვილმა ლისაბონურ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და კარიერის გაგრძელების საუკეთესო მიმართულებად ახლა ლა ლიგას განიხილავს. თავდაპირველად ქოჩორაშვილით „ხეტაფეში“ გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა „სევილიას“ მხრიდან დაინტერესების შემდეგ, ქართველმა ნახევარმცველმა მადრიდელები უარით გაისტუმრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოწინავე პოზიციებზე იქნება“ - რამუშმა ხვიჩაზე და ოქროს ბურთზე ისაუბრა
„მოწინავე პოზიციებზე იქნება“ - რამუშმა ხვიჩაზე და ოქროს ბურთზე ისაუბრა