ლობჟანიძის საგოლე პასი - სოლტ ლეიკი დალასთან დამარცხდა
MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში საბა ლობჟანიძის „რეალ სოლტ ლეიკმა“ „დალასს“ უმასპინძლა და 3:4 დამარცხდა.
პირველი ტაიმი „დალასმა“ 3:1 მოიგო, მეორე ნახევარში მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, თუმცა 90-ე წუთზე ცვლილებაზე შესულმა რან ბინიამინმა „დალასს“ 3 ქულა მოუტანა.
რაც შეეხება ლობჟანიძეს, ის თამაშში მეორე ტაიმის სტარტზე ჩაერთო და „სოლტ ლეიკის“ მესამე გოლის ეპიზოდში საგოლე პასი გააკეთა. Sofascore-მა ქართველი შემტევის თმაში 6.6 ქულით შეაფასა, საბას სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 1 საკვანძო პასი, 7-დან 2 ზუსტი ჩაწოდება, 12-დან 8 ზუსტი პასი (67%), 24 შეხება ბურთთან, 1 წარმატებული დრიბლინგი და 1 მოგებული ორთაბრძოლა.
ლობჟანიძის საგოლე პასი
19 მატჩის შემდეგ „სოლტ ლეიკს“ 28 ქულა აქვს. საბა ლობჟანიძის გუნდი დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა და მომდევნო მატჩს 23 აგვისტოს სტუმრად „ორლანდოს“ წინააღმდეგ გამართავს.