ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

მექვაბიშვილის დარტყმები | კრაიოვამ არარატ არმენიას ვერ მოუგო

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვას“ მეტოქე „არარატ არმენია“ გახლავთ. პირველი შეხვედრა რუმინეთში გაიმართა და მასპინძელმა „კრაიოვამ“ მეტოქე ვერ დაამარცხა — 1:1.

მექვაბიშვილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 85 წუთი გაატარა. ქართველ ნახევარმცველს რამდენიმე მომენტი ჰქონდა და მეტოქის კარისკენ სამჯერ დაარტყა, თუმცა სამივეჯერ არაზუსტად.

მატჩის პირველი გოლი მე-20 წუთზე გავიდა და ანგარიში „არარატ არმენიამ“ გახსნა. სტუმრები ალექსანდროს მალისმა დააწინაურა. „კრაიოვამ“ 33-ე წუთზე, ნიკუსორ ბანკუს გოლით გაათანაბრა. მეორე ტაიმში რუმინელებს მომენტები ჰქონდათ, რომლებიც ვერ გამოიყენეს და ანგარიში არ შეცვლილა.

ცნობისთვის, ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 27 აგვისტოს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დარწმუნებული ვარ, ქამარს დაიბრუნებს“ | დოლიძე მერაბისა და იანის ჩხუბზე
„დარწმუნებული ვარ, ქამარს დაიბრუნებს“ | დოლიძე მერაბისა და იანის ჩხუბზე