იური ტაბატაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად | გიორგი გოჩოლეიშვილი კადისში ითამაშებს

გიორგი გოჩოლეიშვილმა „შახტარი“ დატოვა და „კადისის“ რიგებში იასპარეზებს. ესპანურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ ქართველი ფეხბურთელი იჯარის წესით დაიმატა.

„„კადისსა“ და დონეცკის „შახტარს“ შორის გიორგი გოჩოლეიშვილის იჯარის თაობაზე შეთანხმება შედგა. გოჩოლეიშვილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. იგი „საბურთალოს“ აღზრდილია, საიდანაც უკრაინის პრემიერ ლიგაში გადავიდა. მისი ბოლო ორი კლუბი „კოპენჰაგენი“ და „ჰამბურგი“ გახლდათ. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში 27 მატჩი ჩაატარა.

ტრანსფერის პირობები გამოსყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს. ფეხბურთელი უკვე კადისში იმყოფება და იგი ალბერტ სელადესის განკარგულებაში ამ ხუთშაბათიდან იქნება“, — ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

საინტერესოა, რომ გოჩოლეიშვილის ტრანსფერის დადასტურებამდე „კადისმა“ სოციალურ ქსელში იური ტაბატაძის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ტელეფონზე რეკავს და ქართულად ამბობს: „ჩამო კადისში, დამიჯერე, შეგიყვარდება“. გოჩოლეიშვილი მას პასუხობს: „მზად ვარ, იური, კადისში შევხვდებით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენტ-ეტიენი ყველაფერს ართულებს - რა ელის დავითაშვილს
სენტ-ეტიენი ყველაფერს ართულებს - რა ელის დავითაშვილს